პოლიტიკური პარტიები არ უნდა დავხურდავდეთ, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივას.
„ერთჯერადად მანდატის გამოყენება მაშინ, როცა პარლამენტის არჩევნების გაყალბებასა და ბოიკოტზეა საუბარი, ნამდვილად არ არის მართებული“, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში კონკრეტული კენჭისყრის დროს შევა, თუ პარლამენტში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემით არჩევნების შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.