მხარდამჭერი აქტის ინიცირება უკვე მეორედ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ძალიან მტკიცე და ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მხარდამჭერი აქტის ინიცირება უკვე მეორედ აშშ-ის ახალ კონგრესში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.
„მხარდამჭერი აქტის ინიცირება უკვე მეორედ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ძალიან მტკიცე და ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის აგრესიის მიმართ აშშ-ის მტკიცე წინააღმდეგობას ადასტურებს. ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.