მამუკა მდინარაძე: თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს

მამუკა მდინარაძე: თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს

თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა, დაანებოს ამ მანიპულაციებს თავი, გადაიხადოს გირაო, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს, - ამის შესახებ რეაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას „სიმხდალე და საზოგადების მოტყუების მცდელობა“ უწოდა.

„ეს განცხადება კიდევ ერთხელ იყო დადასტურება სიმხდალის და საზოგადების მოტყუების მცდელობის. საზოგადოებამ ან ერთ ან მეორე მხარეს უნდა დაუჯეროს. თუ ის იტყუება ე.წ უნიკალურ კოდთან დაკავშირებით, გამოდის, რომ ის მართალი არა რის ზოგადადაც. შესაბამისად, შემიძლია ასევე მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, როდესაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი, ან სხვა პირი გირაოს იხდის, უნიკალური კოდი არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს სწრაფი იდენტიფიცირება, კონკრეტულად რომელი ბრალდებულის სასარგებლოდ არის გირაო გადახდილი. ეს ე.წ. უნიკალური კოდი, რომელსაც ისინი ახსენებენ, არ არის ანგარიშის დამბლოკი ან ბარიერი, რომელიმე ანგარიშისთვის, რომელიც რომელიმე ბანკშია გახსნილი. გირაოს ანგარიში არის ღია. ის არა არის რაიმე კოდით დაცული, რომ ამ კოდის გარეშე არ შეიძლებოდეს გადახდა. ისინი იტყუებიან და მანიპულირებენ სპეციალურად ისეთი ტერმინით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცხოა“,-განაცხადა მდინარაძემ.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.