ნიკა მელია: გირაოს გადახდას არ ვაპირებ

ნიკა მელია: გირაოს გადახდას არ ვაპირებ

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

„დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებულმა მედიამ პრაქტიკულად დაიწყო თითოეული ჩვენი პარტიის წევრის დარაჯი. ეკითხებიან ერთი და იგივე კითხვას, თითქოს არსებობს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული თითქოს გირაოს გადახდას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის კეთება ჩემი მხრიდან არის სირცხვილი და დანაშაულიც, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქმე არის თავიდან ბოლომდე „შეკერილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე. 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. გირაოს თანხის გადასახდელად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 12 თებერვალს იწურება.

Aburjga Tasmanieli ჯიგარი ხარ, დევი ხარ! ამ ნაცარქექიებს, ამ დასვლეთის დემოკრატიის მლოცველ სექტანტებს რა გირაო უნდა გადაუხადო დევივით კაცმა?! არ გადაიხადო, ყურზე ხახვი ვერ დაგაჭრან!!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ხელისუფლებავ, ტაო - კლარჯეთის ოკუპანტებისაგან როგორ აიღეთ 100 მილიონიანი "გრანტი" მათთვის აეროპორტის მოსამზადებლად?! წადი თქვენი! არ აგიღიათ? - გამოეთრიეთ და თქვით რომ ეს ფეიკია! მაგრამ რას იტყვით, რა გაქვთ სათქმელი თქვე მათხოვრებო?!
4 წლის უკან