ვიქტორ ყიფიანი: მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, პირველ რიგში პროქართულები იყვნენ

ვიქტორ ყიფიანი: მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, პირველ რიგში პროქართულები იყვნენ

ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, რომ განცხადებებში ფრთხილი იყვნენ, რადგან პოლიტიკური ძალის მდგრადობა გადის არა მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო ფილტრსაც, ამიტომ წინდახედულები უნდა იყვნენ, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ასევე არის ობიექტური გარემოებები, რომელიც უბრალოდ განწირულს ხდიან (კარგი გაგებით) ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომ ეს ურთიერთობები იყოს სიმჭიდროვით გამორჩეული და მესამე და მთავარი, ამ კანონპროექტში ხაზგასმულია საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისადმი, მათ შორის არჩევნების ჩატარების სტანდარტისადმი. ეს არის აღიარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან და ჩვენთვის შესასვლელი ბილეთია დასავლელ პოლიტიკურ ცივილიზაციაში.

მოვუწოდებ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, პირველ რიგში პროქართულები იყვნენ, რადგან ჩვენი მდგრადობა, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური პროქართულობასთან ერთად ნიშნავს მყარ პროდასავლურობას“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის აგრესიის მიმართ აშშ-ის მტკიცე წინააღმდეგობას ადასტურებს. ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.