გიორგი ხელაშვილი: „ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით ცამდე მართალია და სწორედ ამიტომ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები მხარს გვიჭერენ

გიორგი ხელაშვილი: „ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით ცამდე მართალია და სწორედ ამიტომ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები მხარს გვიჭერენ

„ქართული ოცნება“ არჩევნებთან დაკავშირებით ცამდე მართალია და სწორედ ამიტომ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები მხარს გვიჭერენ და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დიპლომატიურად უკეთესად მოახერხა უცხოელი პარტნიორებისთვის ახსნა-განმარტების მიწოდება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„სწორედ ეს არის საფუძველი რაც ევროპასა და ამერიკას აერთიანებს საქართველოს მიმართ და ჩვენი ქვეყნის მათთან პარტნიორობა და ორმხრივი მესიჯი, როგორც ამერიკიდან, ისე ევროპიდან, ოპოზიციისთის გასაგები უნდა იყოს, მაგრამ ისინი როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში მყარად ადგანან თვითმარგინალიზაციის გზას, რაც უპირველეს ყოვლისა მათთვის კარგად არ დასრულდება.

ოპოზიცია ფიქრობს,რომ მოაწყობენ ძალადობრივ გადატრიალებას ქვეყანაში და უცხოეთი იძულებული გახდება ამ ფაქტს შეურიგდეს. ეს არაერთხელ აღუნიშნავთ და მაგალითად 2003 წლის ნოემბრის მოვლენები მოჰყავთ. მაგრამ ცხადია, რომ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ მათი (ოპოზიციის) ყოველი მცდელობა არის თვითმარგინალიზაციისკენ მიმართული. თუმცა მათ კიდევ აქვთ შანსი, რომ ვითარება გამოასწორონ, გადაყლაპონ პატივმოყვარეობის ჭია, რომელიც მათ აწუხებთ და პარლამენტში შემოვიდნენ და ქვეყნის მომავლისთვის იმუშაონ“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის აგრესიის მიმართ აშშ-ის მტკიცე წინააღმდეგობას ადასტურებს. ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.