Beyonce საკუთარ ბრენდს არეკლამებს! მომღერალი Adidas x Ivy Park-ისთვის!

Beyonce საკუთარ ბრენდს არეკლამებს! მომღერალი Adidas x Ivy Park-ისთვის!

39 წლის ვარსკვლავი Beyonce უკვე რამდენიმე დღეა საკუთარი ბრენდის Ivy Park-ის და Adidas-ის კოლაბორაციით შექმნილ ახალ კოლექციას აქტიურად არეკლამებს. ახლახანს მან ფანებს კიდევ რამდენიმე ფოტო გაუზიარა, სადაც კვლავ საკუთარი ბრენდის სამოსი წარუდგინა.

უახლეს კადრებში მომღერალმა ყავისფერი ლატექსის სამოსი, მოსაცმელი და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ჩექმა მოირგო. აღსანიშნავია, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება.