დავით სერგეენკო ნიკა მელიაზე: კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას

დავით სერგეენკო ნიკა მელიაზე: კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას

„კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას ოპოზიციის, პოზიციის და პოლიტიკური თანამდებობის მიუხედავად“, - პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ამ განცხადებით ეხმაურება. მისივე თქმით, პარლამენტი რა საკითხს დააყენებს, ეს დამოკიდებული იქნება საგამოძიებო ორგანოების დასკვნასა და მომართვაზე.

„ეს საკითხი მარტივი არ არის, რადგან მართლმსაჯულებასთან ერთად პოლიტიკური შემადგენელია ძალიან დიდი. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩემი ღრმა რწმენით, კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას ოპოზიციის, პოზიციის და პოლიტიკური თანამდებობის მიუხედავად. პარლამენტი რა საკითხს დააყენებს, ეს დამოკიდებული იქნება საგამოძიებო ორგანოების დასკვნასა და მომართვაზე”,- განაცხადა სერგეენკომ.

„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე. 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. გირაოს თანხის გადასახდელად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 12 თებერვალს იწურება.