ანდრია ჯაღმაიძე: სინოდზე საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას

ანდრია ჯაღმაიძე: სინოდზე საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დღევანდელ სინოდის სხოდმაზე განხილული საკითხები დავით გარეჯის თემასა და ვაქცინაციას ეხებოდა. მისივე თქმით, მღვდელმთავრებმა საკმაოდ ბევრი საკითხი შეათანხმეს.

„რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სინოდის სხდომა. საკმაოდ ბევრი საკითხი, მღვდელმთავრებმა საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას. რიგი საკითხები ზნეობრივი კუთხით შეფასდა და ეს ყველაფერი ოქმში აისახება“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.