გიგა ბოკერიამ „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებზე განმარტება გააკეთა. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სტრუქტურული ცვლილებები როგორც სტრატეგიულ, ასევე პერსონალურ გადაწყვეტილებებს ითვალისწინებს და საბოლოო გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
„რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჟონა, ჩემი აზრით, არაზუსტი ფორმით ამ ამბავმა. არანაირი ინფორმაცია მე იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს საერთოდ. აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი არის ასევე პერსონალური გადაწყვეტილებებიც. არცერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის საბოლოოდ“, - განაცხადა ბოკერიამ.
9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.