ჯერ ძალიან ადრეა ერთიან სიაზე საუბარი არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ ნებისმიერ სხვა პარტიასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა.
ხათუნა გოგორიშვილს კითხვით მიმართეს, შეხვდა თუ არა გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს და ასევე, თვითმმართველობის არჩევნებზე აპირებს თუ არა „ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად საერთო სიით გასვლას.
„გიგის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. გიგი უგულავა, ქვეყნიდან რომ იყო გასული, მას შემდეგ იზოლაციაში იყო და არ მინახავს. როგორც კი ვნახავ, მაინტერესებს და ვკითხავ“, - განაცხადა გოგორიშვილმა.