მეუფე დოსითეოსი ბოგვერაძე: ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება

მეუფე დოსითეოსი ბოგვერაძე: ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება

ჩემი, როგორც ერთი ადამიანის აზრია, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება. ალბათ სინოდის წევრებიც ასე ფიქრობენ, რადგან ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც თავად ჯანმომაც მიიღო, - ამის შესახებ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს მეუფე დოსითეოს ბოგვერაძემ განუცხადა.

შეკითხვაზე, ხომ არ განიხილავენ სხდომაზე დავით გარეჯის საკითხს, მეუფე პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. მან ასევე არ იცის, აირჩევენ თუ არა ეპისკოპოსებს დღეს.

„სამწუხაროდ, არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, უკეთესია დაელოდოთ სინოდის გადაწყვეტილებებს, რა მოხდება. მერე უფრო ნათელი გახდება. მართლა არ მაქვს წინასწარ რაიმე ინფორმაცია“, - განაცხადა სასულიერო პირმა.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება.