ვინ გახდება ევროსაბჭოში საქართველოს მომავალი ელჩი? აკაკი მინაშვილი თუ ირაკლი ქავთარაძე?
საპარლამენტო კულუარებში ორივე მათგანის კანდიდატურაზე საუბრობენ.
აკაკი მინაშვილი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, ხოლო ირაკლი ქავთარაძე მისი მოადგილეა.
ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენელი ამჯამად ზურაბ ჭიაბერაშვილია, რომელსაც წლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება, ამიტომ საქართველოს ახალი წარმომადგენლის გაშვება მოუწევს ამ საერთაშორისო სტრუქტურაში.
მმართველ პარტიაში აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილი აკაკი მინაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს, ნაწილი - ირაკლი ქავთარაძისას.
საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ პრეზიდენტი მიიღებს და პარლამენტს ერთ-ერთ კანდიდატურას წარუდგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი ქავთარაძე პარლამენტმა აზერბაიჯანში ელჩად რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა, მაგრამ მან ბაქოდან რწმუნებათა სიგელი ვერ მიიღო და ამის გამო ელჩის მოვალეობის შესრულებას ვერ შეუდგა.