ლევან იოსელიანი: უხერხულია, შალვა ნათელაშვილი ვაჭრობაზე ჩემკენ იშვერდეს ხელს, მისი მოღვაწეობა არის პოლიტიკური ვაჭრობა სხვადასხვა დროს

ლევან იოსელიანი: უხერხულია, შალვა ნათელაშვილი ვაჭრობაზე ჩემკენ იშვერდეს ხელს, მისი მოღვაწეობა არის პოლიტიკური ვაჭრობა სხვადასხვა დროს

შალვა ნათელაშვილის მოღვაწეობა არის პოლიტიკური ვაჭრობა სხვადასხვა დროს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შალვა ნათელაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს.

„შალვა ნათელაშვილის განცხადებებზე არ გავაკეთებ კომენტარს, რადგან ძალიან მეუხერხულება ვილაპარაკო იმ კაცზე, რომელიც პოლიტიკურ ვაჭრობაზე ჩემკენ იშვერს ხელს და მისი მოღვაწეობა არის პოლიტიკური ვაჭრობა სხვადასხვა დროს“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მანამდე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ლევან იოსელიანს მიმართა, რომ ნუ ვაჭრობს და პარლამენტი დატოვოს.