ნიკა მელია, ჯერჯერობით, მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს, მაგრამ ის სულელი და უჭკუო ნამდვილად არ მგონია. ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის თამაში რომ ითამაშოს, თან თავგანწირული უნდა იყოს და თან უჭკუო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.
„ნიკა მელიამ თუ თავისი ბოლომდე გაიტანა გირაოს საკითხზე, რაც ჩემი აზრით, წარმოუდგენელია, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმებაზე. ამ დროს კი, შეეცდებიან რომ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადონ. ასევე, სააკაშვილი ამით, კონკურენტს იშორებს პარტიის შიგნით, ნიკა მელიას სახით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია დაიბარეს.
„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე.