რადას დეპუტატი სააკაშვილზე: მას მკურნალობა სჭირდება

რადას დეპუტატი სააკაშვილზე: მას მკურნალობა სჭირდება

​მიხეილ სააკაშვილი არ არის სახელმწიფო მოხელე. ის ხელმძღვანელობს საბჭოს, რომელიც მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს. ის არ აწერს ხელს არანაირ სახელმწიფო დოკუმენტს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, გრეგორი მამკამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს მკურნალობა სჭირდება და მკურნალობა უნდა იყოს მისი ჩამოშორება ყველაფრიდან.

„სააკაშვილს არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს. ასეთი ტიპის გამოსვლებს ვისმენთ უკვე ხუთი წელია. აკეთებს განცხადებებს და მტკიცებულებები არ აქვს. როდესაც განცხადება არის ფაქტების გარეშე, სამწუხაროდ, უკრაინაში ამაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ არსებობს, გარდა პოლიტიკურისა. ჩემი პოზიცია ასეთია, როდესაც ადამიანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, ეს პრობლემაა. მას მკურნალობა სჭირდება და მკურნალობა უნდა იყოს მისი ჩამოშორება ყველაფრიდან. სააკაშვილისნაირ ადამიანებთან უნდა იყო ძალიან ფრთხილად. უფრო მეტიც, არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ეთერებით ისაუბრონ და არ უნდა გააჟღერონ ვითომ უკრაინის პოზიცია საერთაშორისო დონეზე. როდესაც ასე ყველაფერს ლაპარაკობს მტკიცებულებების გარეშე და შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს უწევს პასუხის გაცემა, თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლო“, - განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.

იგორ დოლგოვმა კომეტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

Katana . აშკარაა, რომ სააკაშვილი დასავლეთმა "ჩაუდო" უკრაინას და ვერც მოიშორებენ, სანამ ჩამდების ნება არ იქნება.
რა ხეირი აქვს მისგან დასავლეთს, რომელსაც მხოლოდ მაგინებლებს უმრავლებს საქართველოში და, როგორც ჩანს, უკრაინაშიც - ძნელი სათქმელია.
შეიძლება სჭირდებათ, როგორც საფრთხობელა? (თუ ჭკუით არ იქნებით, "ავუშვებთ" და შეგჭამთო?)
4 წლის უკან
Katana .P.S. ჩვენ გვაქვს გამოცდილება: განცხადებით - გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავსო, - ბუშმა "აუშვა" მისი ოპოზიცია, რუსეთმა კი იარაღი და სამხედრო ცოცხალი ძალა მიახმარა და შეჭამეს პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ჭკუით აპირებდა ქვეყნის მართვას.
4 წლის უკან