დავით ბერძენიშვილი „რესპუბლიკელების“ ინიციატივაზე: დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც დავითანხმებთ

დავით ბერძენიშვილი „რესპუბლიკელების“ ინიციატივაზე: დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც დავითანხმებთ

ჩვენ პოლიტიკური ინტელექტით ვუგებთ ხელისუფლებას - ხელისუფლებამ ოპოზიციას მძევლად აყვანა დაუპირა და მას საკუთარ დაგებულ მახეში მოუწევს გაბმა,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ხათუნა სამნიძის ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს პროპორციული არჩევნების არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარების თაობაზე, პარტია მზადაა ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

ამასთან, როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, კენჭისყრაში მონაწილეობა პარლამენტში შესვლას არ გულისხმობს.

„ხომ თქვა ბატონმა მდინარაძემ, მზად ვართ, განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილება, დავარეგისტრიროთ უბარიერო და 150 პროპორციული, მანდ ვართ ჩვენც - დაარეგისტრირეთ. ჩვენი დეპუტატები არ დეპუტატობენ, არც სამნიძე და არც კორძაია უარს არ ამბობენ საკუთარ განცხადებებზე და მოითხოვენ ხელისუფლებისგან, რომ მათ უფლებამოსილება შეუწყდეთ. ხელისუფლებამ ისინი სხვა ოპოზიციონერებთან ერთად გადაიყვანა ე.წ. პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, ანუ დატოვა დეპუტატებად. თუ ის ასე აპირებს თამაშს და ამბობს, რომ აი, შემოდით პარლამენტში, დავარეგისტრირებთ და განვიხილოთ საკონსტიტუციო ცლილება, ჩვენ ვეუბნებით - არ შემოვდივართ პარლამენტში, დაარეგისტრირეთ და კენჭისყრის დროს ხმას მივცემთ. მანამდე სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც, დარწმუნებული ვარ, დავითანხმებთ. ეს იქნება მომავლის კენჭისყრა, რომ საქართველოში იყოს არა 5%-იანი ბარიერი, უბლოკო და პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია - ხელისუფლება და მისი მონიშნული ოპოზიცია, არამედ იყოს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ კენჭისყრების შემდეგ რესპუბლიკელები არ აპირებენ დეპუტატობას. ისინი პარლამენტში ნაწილ-ნაწილ კი არ შედიან. ეს არის ჩვენი ინიციატივა, ეს არის წაუგებელი თამაში. აქ არის აშკარად პოლიტიკური ინტელექტის უპირატესობა გამოვლენილი. ხელისუფლება ამ დღეშია - ან მისი სიტყვები უკან უნდა წაიღოს და აღარ დაარეგისტრიროს და ამით გამოჩნდება რომ ვამხილეთ, ან დაარეგისტრიროს“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

გარდა ამისა, დავით ბერძენიშვილი ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ ამ საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობით ისინი მომავლის კანონს მიიღებენ.

Aburjga Tasmanieli რესპუბლიკელებმა თავისი ბოლო განცხადებით მთლად გააფარჩაკეს პარლამენტარიზმის იდეა, არა მხოლოდ საქართელოში არამედ საერთოდ ყველგან დედამიწის ყვეკა ქვეყანაში! ამ ერთხელ მაგათ ვეთანხმები. ისე უფრო დემოკრატიული იქნებათუ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს მივანიჭებთ პარლამენტარის სტატუსს. ვისაც გაუხარდება მივა პარლამენტში, იბაზრებს ტრიბუნიდან, შეიტანს კანონპროექტს და ა.შ. )))
4 წლის უკან