ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდეს დაბალი ბარიერის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი სტანდარტით, საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივ ბაერიერსა და 3%-ს შორის. „ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი დამკვიდრდეს, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოაწერონ ხელი მემორანდუმს და შემოვიდნენ“, - აღნიშნა იოსელიანმა.
როგორც ცნობილია მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.