ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ საქართველო დასავლეთისა და ევროკავშირისკენ მიდის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„როგორც იცით, ჩვენ 2024 წელს ვაპირებთ, რომ განაცხადი გავაკეთოთ წევრობაზე. ამიტომ, ევროკავშირისგან დასტური და აღიარება იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, ეს პროგრესი ჩვენთვის ძალიან კრიტიკულია და შესაბამისად ძალიან კარგი ანგარიში იყო“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ანგარიში გამოაქვეყნა.