მამუკა ხაზარაძე: „ოცნება“ არ დადის დებატებზე - ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაშიც არ ვესაუბრებით?!

მამუკა ხაზარაძე: „ოცნება“ არ დადის დებატებზე - ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაშიც არ ვესაუბრებით?!

„ოცნება“ არ დადის დებატებზე, არ დადის ოპოზიციურ მედიაში, ხოლო ოპოზიციას კარი აქვს ჩაკეტილი ტელეკომპანია „იმედზე“ და სხვა სახელისუფლო არხებზე - ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაში არ ვესაუბრებით?!, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ პირისპირ, საჯაროდ ხალხის თვალწინ საუბრისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ აზრთა ჭიდილში დაიბადება ჭეშმარიტება.

როგორც ამერიკის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა თქვა, დებატები დემოკრატიის გარანტიააო. ამ დროს საქართველოში მედია ისე, როგორც საზოგადოება, ორადაა გახლეჩილი, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ „ოცნება“ არ დადის დებატებზე, არ დადის ოპოზიციურ მედიაში. ოპოზიციას კარი აქვს ჩაკეტილი ტელეკომპანია „იმედზე“ და სხვა სახელისუფლო არხებზე. არ ეწყობა დებატები, არ მიმდინარეობს დიალოგი, რადგან ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მწვავე კითხვებზე, ვერ ხედავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა.

ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაში არ ვესაუბრებით, თუ საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით და მხოლოდ მომხრეებთან ვგრძნობთ თავს კომფორტულად?!

ხელისუფლებას მოვუწოდებთ - გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ და საჯაროდ ხალხის თვალწინ და თვალი გაუსწორეთ რეალობას!

მხოლოდ კამათსა და მხოლოდ აზრთა ჭიდილში დაიბადება ჭეშმარიტება და დავინახავთ გამოსავალს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Aburjga Tasmanieli 1. როცა ვირი ხეზე ავა მაშინ მიიღებენ საქართველოს ევროკავშირში!
2. რაღაც 25 წლის შემდეგ აქ საქართველო კი არ იქნება, იქნება აზერბაიჯანი!
3. როდის მიხვედით იმედზე და როდის არ შეგიშვეს?!
4. იმედზე და ფორმულაზე სალაპარაკოდ რა გინდა როცა პარლამენტში ხარ არჩეული, დეპუტატი ხარ?! მიბრძანდი პარლამენტის სხდომაზე, მოითხოვე სიტყვა და ილაპარაკე საქვეყნო ტრიბუნიდან!
4 წლის უკან