გიორგი ვოლსკი: მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს -  რა ღირსებაზე მელაპარაკებით, როცა  გვარამია გეუბნებათ საცივში გაქვთ თავი ჩაყოფილი, ამოყავითო და ვერავინ შეეპასუხა

გიორგი ვოლსკი: მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს -  რა ღირსებაზე მელაპარაკებით, როცა  გვარამია გეუბნებათ საცივში გაქვთ თავი ჩაყოფილი, ამოყავითო და ვერავინ შეეპასუხა

გიორგი ვოლსკიმ რადიკალური ოპოზიციის ქმედებებში ნიკა გვარამიას ფაქტორზეც ისაუბრა.

„რა ღირსებაზე მელაპარაკები, როცა ამხელა კაცი ზიხარ და გვარამია გეუბნება, საცივში გაქვს თავი ჩაყოფილი, ამოყავი თავი, მიმოიხედე, ღომი და ყველი თუ გიდევთ, რას შვებით ამ პოლიტიკურ თემაშიო, ვერავინ შეეპასუხა. ერთმა უპასუხა, ამოვყავიო. ამ სიტუაციაში, მელია არის შემავსებელი ფაქტორი, ინტელექტუალური ნაწილის, რომელსაც გვარამია წარმოადგენს და რომელიც არ არის ტელევიზიის ხელმძღვანელი. ისაა პოლიტკური ლიდერი და მეორე - „შტრუმავიკების“ ბრიგადის ხელმძღვანელი, ზონდერ - ბრიგადა მელიას ხელმძღვანელობით. ამით ჩანს, რაც ხდება პოლიტიკურ დაფაზე“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.