კახა კუჭავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები გასაკვირი არაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რითაც ექსპრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ექსპრეზიდენტისგან არ გვიკვირს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ადრე თუ იყო საქართველოს მიმართულებით, ახლა გადავიდა უკრაინულ ლანძღვა-გინებაზე, თან ელჩის მიმართ, რომელიც წლებია უკვე საქართველოში არის და საკმაოდ აქტიურია თანამშრომლობის კუთხით. ელჩის მხრიდან არ იყო მოწონებული ის მოწოდებები, რაც საქართველოს მიმართ განახორციელა უკრაინის მოქალაქემ და შესაბამისი რეაგირება გააკეთა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.
იგორ დოლგოვმა კომეტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.