დავით კირკიტაძე: თუ გვინდა არსებული მოცემულობის შეცვლა, ამას თბილი ოთახებიდან, ოფისებიდან, სახლიდან და “ფეისბუქიდან” ვერ შევძლებთ - უნდა გადავდგათ გადამჭრელი ნაბიჯები

დავით კირკიტაძე: თუ გვინდა არსებული მოცემულობის შეცვლა, ამას თბილი ოთახებიდან, ოფისებიდან, სახლიდან და “ფეისბუქიდან” ვერ შევძლებთ - უნდა გადავდგათ გადამჭრელი ნაბიჯები

მოცემულობა გვაქვს დღეს ქვეყანაში, როდესაც არც სასამართლო, არც პროკურატურა და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ემსახურება ადამიანს და არ იცავს კანონს. ჩვენ გვინდა ამ მოცემულობის შეცვლა და ამას თბილი ოთახებიდან, ოფისებიდან, სახლიდან, “ფეისბუქიდან” ვერ შევძლებთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

კირკიტაძის განმარტებით ნახევარი ნაბიჯებით არ შეიცვლება არსებული რეალობა, არამედ უნდა იქნეს გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომლებიც იმედს გაუჩენს მოქალაქეს და უბიძგებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ. მისი თქმით, ნიკა მელიას ნაბიჯი, რომ არ გადაიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, აჩვენებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ არ უნდა დაემორჩილოს იმ სტრუქტურებს, რომლებსაც მთლიანად აქვს ნდობა დაკარგული.

„სიმართლე არის შემდეგში, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრული საქმე მთიანად არის ფაბრიკაცია და არავითარ შემთხვევაში არ ემსახურება სამართლიანობას და არ ჯდება კანონის ფარგლებში. ეს მთლიანად პოლიტიკური საქმეა. ადამიანი, რომელიც ყველაზე ძალიან აქტიურობდა გასულ პარლამენტში, ხელს უშლიდა „ქართულ ოცნებას“ და მუდმივად ამხელდა მათ, გადაწყვიტეს, რომ შეთითხნილი საქმით მოეშორებინათ საქართველოს პარლამენტიდან.

თუკი სამართლებრივად გამართული არ არის ეს საქმე, თუკი კანონის მოთხოვნები არ არის დაცული, როდესაც მას ბრალი წაუყენეს, რატომ უნდა გადაუხადოს ნიკა მელიამ გირაო? რადგან ვიღაცას მოუნდა ეს? და ეს ვიღაც, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არის, ამ შემთხვევაში, არაფორმალური პირის, ფარცხალაძის მიერ მართული პროკურატურა. ეს ინსტიტუცია, საბოლოო ჯამში, ჩამოშლილია და არ იმსახურებს არანაირ პატივისცემას არც ერთი კანონმორჩილი და პატიოსანი მოქალაქისგან.

როდესაც გვაქვს ეს მოცემულობა, ჩვენი, პოლიტიკოსების და ყველა ადამიანის, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მქონე ადამიანის ამოცანა უნდა იყოს, რომ შეიცვალოს მოცემულობა. ნახევარი ნაბიჯებით არ შეიცვლება ეს, უნდა იქნეს გადადგმული სწორედ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აიძულებს ხელისუფლებას, იმედს გაუჩენს მოქალაქეს და დააწყებინებს საკუთარ უფლებებზე ბრძოლას. ნიკა მელიას ნაბიჯი ემსახურება სწორედ ამას. როგორც მის წინააღმდეგ აღძრული ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური, მისი ნაბიჯიც არის პოლიტიკური, მაღალი ღირსების მქონე ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არ ერიდება, პირადი თავგანწირვით აჩვენებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ არ უნდა დაემორჩილოს იმ სტრუქტურებს, რომლებსაც მთლიანად აქვს ნდობა დაკარგული.

მოცემულობა გვაქვს დღეს ქვეყანაში, როდესაც არც სასამართლო, არც პროკურატურა და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ემსახურება ადამიანს და არ იცავს კანონს. ჩვენ გვინდა ამ მოცემულობის შეცვლა, თუ ჩვენ გვინდა ამ მოცემულობის შეცვლა, ამას თბილი ოთახებიდან, ოფისებიდან, სახლიდან, “ფეისბუქიდან” ვერ შევძლებთ, ჩვენ გვქონდა ამის შეცვლის უნიკალური შანსი არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ ეს შანსიც წაგვართვა, ამიტომ ჩვენ უნდა გადავდგათ გადამჭრელი ნაბიჯები,“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

amo უჰჰ, შენ გენაცვალე აზრში, სულში, გულში, გონებაში, ჰაბიტუსში! თფუ, შენი გაკეთებული საქმე არ გაიშვა.
4 წლის უკან