ცნობილი ადამიანები ბრიტნი სპირსს მხარდაჭერას უცხადებენ

ცნობილი ადამიანები ბრიტნი სპირსს მხარდაჭერას უცხადებენ

5 თებერვალს ბრიტნის სპირსის ცხოვრების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, Framing Britney Spears, გამოვიდა, რომელმაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ფილმში ნაჩვენები ისტორიები ხმაურიანი განხილვის საგანი რამდენიმე თემის გარშემო გახდა. მათ შორისაა ურთიერთობა ჯასტინ ტიმბერლეიკთან და მედიის დამამცირებელი დამოკიდებულება მომღერლისადმი.

დოკუმენტურ ნამუშევარში ასახულია პოპკულტურის სასტიკი მხარე, ტოქსიკური გარემო და ყველაფერი ის, რაც "იღბლიან" მომღერალს სირთულეებით სავსე გზაზე ხვდა წილად.

ამ ყველაფრის გაგების შემდეგ ბრიტნი სპირსს მხარდაჭერა გამოუცხადეს არა მხოლოდ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, არამედ პოპკულტურის სხვა წარმომადგენლებმაც. რამდენიმე ცნობილი ადამიანი, მაგალითად, პერის ჰილტონი და როუზ მაკგოუენი ადრეც ითხოვდნენ სპირსის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეურვეობის მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა, დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ ვარსკვლავების მხარდაჭერა გაიზარდა.