ინგლისის ქალაქ ლანკაშირში ბრმა კატა სახელად დექსტერი პატრონს 11-წლიანი ხეტიალის შემდეგ დაუბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა Metro News-ი წერს.
2010 წელს ჯულია გიბონსმა თავშესაფრიდან 5 წლის დექსტერი აიყვანა, 4 კვირის შემდეგ კი დექსტერი ეზოს ღობეზე გადაძვრა და გაიქცა. რამდენიმედღიანი ძებნის მიუხედავად ქალმა კატა ვერ იპოვა, თუმცა იმედს არ კარგავდა, რომ დაჩიპული კატა კეთილი ადამიანების ხელში აღმოჩნდებოდა და ისინი დექსტერს სახლში დააბრუნებდნენ.
2021 წელს ჯულიას ვეტერინარული კლინიკიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი კატა იპოვეს.
„ეს უბრალოდ წარმოუდგენელია - მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი სახლიდან 1,5 კილომეტრში იყო - ასე ახლოს და ასე შორს“, - აცხადებს ჯულია გიბონსი. იმის შესახებ, რომ კატა დაბრმავდა, ქალმა მხოლოდ ვეტერინალურ კლინიკაში გაიგო.