ჟიზელ ბუნდჰენი Vivara-სთვის! მოდელი 8000,58 ფუნტის ღირებულების საყურით!

ჟიზელ ბუნდჰენი Vivara-სთვის! მოდელი 8000,58 ფუნტის ღირებულების საყურით!

40 წლის სუპერმოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახეა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის უამრავ ცნობილ ბრენდთან და დიზაინერთან თანამშრომლობს. ამჯერად ჟიზელმა ბრენდ Vivara-ს ახალო კოლექციის წარდგენისთვის გამართულ გადაღებაში მიიღო მონაწილეობა სადაც შეუდარებლად გამოიყურებოდა.

ფოტოებში მოდელს შავი ფერის, დახვეწილი, გამოსასვლელი კაბა აცვია, რომელთან ერთადაც მსუბუქი მაკიაჟი და მარტივი ვარცხნილობა მოირგო. ფოტოებში მოდელმა Vivara-ს სამკაულები, მათ შორის 8000,59 ფუნტის ღირებულების საყურეები მოიხდინა.