ბრიტნი სპირსისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის ურთიერთობამ 1998 წლიდან მხოლოდ 2002 წლამდე გასტანა. დაშორების მიზეზი ტიმბერლეიკი გახდა, რომელმაც გაასაჯაროვა რომ ბრიტნი მისი ერთგული არ იყო და მთელი ეს ისტორია ყველასთვის ნაცნობ ჰიტში - Cry Me a River-ში ჩააქსოვა.
ახლა კი, მაშინ როცა ბრიტნის შესახებ დოკუმენტური ფილმი Framing Britney გამოვიდა, მისმა ფანატებმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს ტიმბერლეიკი ბრიტნის საჯაროდ დამცირებაში, რამაც მას საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა.
"ჯასტინმა კარიერა ბრიტნის შერცხვენით დაიწყო, მან ამით მაქსიმალური სარგებელი ნახა," - იკითხება ფანის ერთ-ერთ ტვიტში.