ავსტრალიელი პოპ-მომღერალი კაილი მინოუგი თავისი გათხოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ჩვენ ყველას გვიყვარს სიყვარული, მაგრამ ჭორები ზოგჯერ ზღვარს ცდება. მე და პოლი ვხვდებით, თუმცა დაქორწინებულები არ ვართ“, - წერს 52 წლის მომღერალი.
მინოუგი GQ-ს დირექტორს, პოლ სოლომონსონს 2018 წლიდან ხვდება. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს წყვილმა იქორწინა, რაც მედიასთან სოლომონსონის დედინაცვალმაც დაადასტურა.