მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი გადასაღებ მოედანზე დაშავდა

მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი გადასაღებ მოედანზე დაშავდა

გადასაღებ მოედანზე, სადაც Netfliх-ის დაკვეთით კომედიას, სახელწოდებით „ნუ იყურები ზევით“ იღებენ, შუშა გასკდა, - ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გამოცემის ცნობით, შედეგად მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი დაშავდა. ინციდენტი ტრიუკის სცენის გადაღების დროს მოხდა. სცენაში ლოურენსი და თიმოტი შალამე მონაწილეობდნენ.

ფილმის გადაღება დროებით შეჩერებულია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ჯენიფერ ლოურენსი გადასაღებ მოედანზე დაბრუნდება.

ფილმში „ნუ იყურები ზევით“ ლოურენსის პარტნიორია ლეონარდო დი კაპრიო. ისინი მეცნიერების როლს ასრულებენ, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ დედამიწას 6 თვის შემდეგ მეტეორი დაეცემა. მეცნიერები პრეს-ტურში მიემგზავრებიან, რათა ამის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილონ.