„ნებისმიერი ადამიანი, იქნება დეპუტატი თუ არა, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას” – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადების კომენტირებისას.
ოპოზიციის განცხადებების პასუხად, ნიკა სამხარაძე აღნიშნავს, რომ არ გონია, რომელიმე ცივილიზებულ ადამიანს საქართველოში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეგონოს, რომ კანონმორჩილება არის ხელის გადაგრეხვა.
“აბსურდული განცხადებაა, კანონის მორჩილება თუ ხელის გადაგრეხვაა, ოპოზიციას ზოგადად ახასიათებს აბსურდული განცხადებების კეთება. არ მგონია, რომ რომელიმე ცივილიზებულ ადამიანს ან საქართველოში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეგონოს, რომ კანონმორჩილება არის ხელის გადაგრეხვა”- აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.