ოკუპირებული ცხინვალის „სასამართლომ“ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული ცხინვალის „სასამართლომ“ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ-მა უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.