ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ყველაზე რეალისტურია საარჩევნო კანონმდებლობის მოყვანა წესრიგში, ეს შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი, სხვას მე უბრალოდ ვერ ვხედავ

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ყველაზე რეალისტურია საარჩევნო კანონმდებლობის მოყვანა წესრიგში, ეს შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი, სხვას მე უბრალოდ ვერ ვხედავ

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად რეალისტური დრო შესთავაზა, „მაგრამ საკითხავია რამდენად დათანხმდება ამ წინადადებას „ქართული ოცნება“.

მისივე თქმით, ერთადერთი რეალური კომპრომისი, რაზეც ხელისუფლება ოპოზიციას შესაძლოა, რომ დათანხმდეს, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაა.

ამასთან, როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მე-10 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმურობის პრობლემა არ აქვს და სხვა ნებისმიერი შეთავაზება ოპოზიციის მხრიდან, ხელისუფლებისთვის მიუღებელი იქნება.

„2022 წელი რეალისტური დროა გამომდინარე იქიდან, რომ ასე იყო თავიდანვე. თუ ხელისუფლება გადაწყვეტდა, რომ წასულიყო რიგგარეშე არჩევნებზე, ყველაზე რეალისტური იყო 2022 წელი. მანამდე იმ პრობლემების მოგვარება, რაც საჭიროა, მაგალითად საარჩევნო სისტემა, დაკომპლექტების წესი და ა.შ. უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა. ეს გასაგებია, მაგრამ, მეორე მხარეა, წავა თუ არა „ქართული ოცნება“ ამ წინადადებაზე. ოპოზიცია ხელისუფლებას უყენებს ულტიმატუმს და ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები თუ არ იქნება, საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთანო და ცდილობს, რომ იქით დასდოს ბრალი, ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებსო. რა ნაბიჯი უნდა გადადგან ? ანუ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ყველა ის პირობა, რაც უნდა ოპოზიციას და სანაცვლოდ ოპოზიცია არ აკეთებს არაფერს, გარდა იმისა, რომ შევა პარლამენტში? ეგ კიდევ საკითხავია, ხელისუფლებას ძალიან უნდა თუ არა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. მეორე მხარეა ის, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს. რაც არ უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ. თუ ობიექტურად შევხედავთ პოზიციებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ყველაზე რეალისტურია საარჩევნო კანონმდებლობის მოყვანა წესრიგში. ეს შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი, სხვა კომპრომისის საგანს, მე უბრალოდ ვერ ვხედავ. ამიტომ, ნებისმიერი შეთავაზება, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, ხელისუფლებისთვის იქნება მიუღებელი. არ მესმის, რატომ გადადგამს კიდევ ხელისუფლება ამ ნაბიჯს იმიტომ, რომ ეს ოპოზიციას უნდა? პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი საერთოდ არ დგას. ოპოზიცია არ აღიარებს, მაგრამ დანარჩენი აღიარებს ყველა. არ მესმის კიდევ ის, ეს ყველაფერი რატომ არ ესმის ოპოზიციას. გასაგებია, რომ ეს პარლამენტი არ არის მთლად „წელში გამოყვანილი“, მაგრამ ლეგიტიმურობის პრობლემა ნამდვილად არ უდგას. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა თუ პარტნიორები, აღიარებენ ამ პარლამენტს, როგორც ლეგიტიმურს, მოსახლეობის დიდი ნაწილი აღიარებს ამ პარლამენტს და აბა ვინ არ აღიარებს?” - განაცხადა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველაზე რეალისტური გამოსავალია ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით. როგორც ხაზარაძე აცხადებს, "ლელო" და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს და მოპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას.

 

amo ვინც არ შევა პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო კამპანიის წესრიგში მოსაყვანად მომავალში არა მარტო ის, არამედ არც მისი საგვარეულო არ უნდა შეუშვა პარლამენტში.
4 წლის უკან