მე ვიცი ერთი, რომ ძალიან ბევრს უნდა პარლამენტში შემოსვლა და წვალობენ, ხან რას იძახიან, ხან რას, რომ ადრე ნათქვამი სიტყვებისგან გამოძვრნენ და პარლამენტში შემოვიდნენ, – ამის შესახებ „მოქალაქეები“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ოპოზიციური ფრაქციის შექმნა, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ აქვს ვინმესთან ფარული მოლაპარაკებები.
„არ გამოვრიცხავ, პირიქით, მგონია რომ ეს ასეც არის, რომ ოპოზიცია ფარულად ელაპარაკება „ქართულ ოცნებას“, ასე ვფიქრობ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ჩვენ დავანებეთ თავი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს. ვნახეთ, რომ ზოგი გაგვებუტა, ზოგმა ზურგი გვაქცია. ამიტომ მოვეშვით მათთან საუბარს, დავსხედით და პირისპირ დავილაპარაკეთ „ქართულ ოცნებასთან“. სხვები როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა სადღაც ჩუმ-ჩუმად ხვდებიან. მე ვიცი ერთი, რომ ძალიან ბევრს უნდა შემოსვლა და წვალობენ. ხან რას იძახიან, ხან რას, რომ ადრე ნათქვამი სიტყვებისგან გამოძვრნენ და პარლამენტში შემოვიდნენ. მოვუწოდებ, რომ მართლა მოეშვან და უფრო მეტი გაბედულებით მოეკიდონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.