მიხეილ სარჯველაძე: ბლინკენისა და ლავროვის საუბარი ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობების უპრეცედენტოდ მაღალ რეგისტრზე მიუთითებს

მიხეილ სარჯველაძე: ბლინკენისა და ლავროვის საუბარი ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობების უპრეცედენტოდ მაღალ რეგისტრზე მიუთითებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება და შტატები საქართველოს ბედითაა დაინტერესებული.

„ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პატრნიორი, ამერიკის შეერთხებული შტატები კვლავ იქნება დაინტერესებული საქართველოს ბედითა და მდგომარეობით, მით უმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელსაც ამჯერად ვაწყდებით. ეს მიუთითებს ჩვენი ურთიერთობების იმ უპრეცედენტოდ მაღალ რეგისტრზე, რომელშიც სტრატეგიულ პარტნიორთან ვართ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს წითელ ხაზებს მკაფიოდ უვლებს - შეერთებული შტატების ახალ სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის პირველი კომუნიკაციის დროს საქართველოსა და უკრაინის საკითხზე გამახვილდა ყურადღება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ენტონი ბლინკენმა რუს კოლეგასთან შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, უკრაინასა და საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზეც. მკაფიოდ აღინიშნა, რომ ახალი ადმინისტრაცია „მტკიცედ“ უპასუხებს რუსეთის ქმედებებს შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.