ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს აღიარებაა, რომ გაყალბების მცდელობა არ ყოფილა

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს აღიარებაა, რომ გაყალბების მცდელობა არ ყოფილა

თუ ოპოზიციური პარტიები, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყველაფერი, რასაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, ტყუილია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე განაცხადა.

„შენ თუ ამტკიცებ, რომ რაღაცა გაყალბდა, შენს ინტერესში უნდა იყოს, რომ შენ თვითონვე ის უნდა გამოიძიო. თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს არის ოპოზიციის მხრიდან იმის აღიარება, რომ იქ არანაირი დარღვევისა და გაყალბების მცდელობა არ ყოფილა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.