რუსი ექიმი სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ზაფხულში "ნოვიჩოკით" მოწამლულ ნავალნის მკურნალობდა, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN იმ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც მაქსიმიშინი მუშაობდა:
"სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ომსკის გადაუდებელი ჰოსპიტალის უფროსი ექიმი იყო, 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა" – წერია ინფორმაციაში.
უცნობია, რა გახდა რუსი ექიმის გარდაცვალების მიზეზი. ის ნავალნის მოწამლვის შემდეგ გერმანიის საავადმყოფოში გადაყვანამდე მკურნალობდა და, სავარაუდოდ, კარგად იცოდა, თუ რა დაემართა რუს ოპოზიციონერს.