ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:
„კაკო ბობოხიძეს, სხვებს, ტაშისმკვრელებს, მიწის ამზომავებს, ჟურნალისტებს -"კარტოგრაფების საქმე" რომ დაარქვეს ამ დიდი სიშტერის ამბავს (მოღალატეზე დიდი შტერი არ არსებობს დუნიაზე - იმიტომ რომ შთამომავლობიანად, საკუთარი ნებით, იწყევლის თავს) და ჩუმად თუ აშკარად მათ თანამგრძნობებს, მინდა, ვუთხრა - ბერთუბანში (აი - ტანზე რომ იხევენ - ნუ, რუკებით აზერბაიჯანის ტერიტორიააო), თამარის ოთხი დღემდე შემორჩენილი ფრესკიდან ერთ-ერთია (არ ვიტყვი, ახლა ის ფრესკა სადაა და როგორ მოხვდა იქ, სადაცაა). არადა მერე იწყენენ, ვინმე რომ ეტყვის - საკუთარი ნებით იკრულავთ ჯიშსა და ჯილაგსო;
მეორე - მიწის ამზომელების საქმე არსებული რუკით მიწის აზომვააო, ამ ტიპის სიშტერით შეპყრობილებსაც უთხარით, რომ დიპლომატია არის ტყუილის სიმართლედ გასაღების ხელოვნება, მით უმეტეს რომ იცი, ოჯახაშენებულო (მაგრამ რომ ლამობ, ოჯახდაქცეული გახდე), ნამდვილად შენია, დაიჟინე, რა, დაიჟინე - მოვძებნოთ ისეთი რუკა, რომლითაც ეს მტკიცდება (თუ ალბანელებმა, როდესაც ალბანეთი ბუნებაში აღარ არსებობდა, თამარის მეფის ფრესკა დახატეს ბერთუბნის ეკლესიის კედელზე?! იქ კიდევ სხვა მეფეების ფრესკებიცაა) და, ბოლოს, ვიმეორებ, დიპლომატია, არის ტყუილის სიმართლედ შეფუთვის ხელოვნება.
ასეთი სიშტერეც ნამეტანია - სიმართლე ტყუილად შეფუთო!
- S. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების...
მე კი მინდა, რომ მზემ მათი გულებიც გაანათოს, მაგრამ ნეხვი მზის სხივებითმ ვაი რომ. უფრო ყროლდება.
ნუ იქნებით ნეხვი, განა ვარდობა უკეთესი არ არის?! და ეს არჩევანი ნამდვილად თქვენი გასაკეთებელია“