აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ლავროვმა განიხილეს „ახალი დასაწყისის“ გაფართოება და შეიარაღების ახალი კონტროლის აუცილებლობა, რომელიც ეხება რუსეთის ბირთვულ იარაღს სრულად და ჩინეთის მზარდ საფრთხეს.
ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს აშშ-სა ან მის მოკავშირეებს. ეს მოიცავს პოლ უელანისა და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, რათა მათ შეძლონ, აშშ-ში, თავიანთ ოჯახებში დაბრუნება.
სახელმწიფო მდივანმა მდივანმა, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა რუსეთის ჩარევაზე 2020 წელს, შეერთებული შტატების არჩევნებში, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და SolarWinds– ის ინციდენტზე.