დავით ბაქრაძე: საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ დასაყრდენსა და მოკავშირეს წარმოადგენს

დავით ბაქრაძე: საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ დასაყრდენსა და მოკავშირეს წარმოადგენს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც კვანძი რეგიონში აქტიურად იქნას გამოყენებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ასეთია ხედვა ამერიკის მხრიდანაც, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ დასაყრდენსა და მოკავშირეს წარმოადგენს.

„ჩვენ უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ ადმინისტრაციის ახალ წარმომდგენლებთან, რათა ისტორიულ მაქსიმუმზე მყოფი ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულება სტრატეგიული პარტნიორობისა, სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი თავად თავმჯდომარეობდა სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ ქარტიას ხუთი წლის წინ, ამდენად მან კარგად უწყის, ის მიმართულებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების, უკვე 4 წელია მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც კვანძი რეგიონში აქტიურად იქნას გამოყენებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ასეთია ხედვა ამერიკის მხრიდანაც. საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ დასაყრდენსა და მოკავშირეს წარმოადგენს “, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.