გიორგი კახიანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას, პარლამენტში შევიდნენ და არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთონ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ნებისმიერ ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელსაც აქვს პარლამენტის წევრის სტატუსი და რომელიც ამ მომენტამდე ჯერ პარლამენტში არ შემოსულა, მათი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რა თქმა უნდა შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კომისიის შემადგენლობაში.
ოპოზიციას მოვუწოდებ, გარედან იმაზე საუბარს, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა, კეთილი ინებონ და პარლამენტში შემობრძანდნენ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.