ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეპიდემიის გავრცელების შენელების ფონზე სახელმეწიფოებმა იგივე შეცდომები არ დაუშვან, რაც გასულ წელს დაუშვეს.
„უამრავმა ქვეყანამ შემთხვევების რაოდენობის შემცირებას სანიტარული და სოციალური ზომების შემსუბუქებით უპასუხა, ხოლო ხალხმა კი სიფხიზლე მოადუნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ, რაც გასულ წელს დავუშვით. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ახალი შემთხვევების მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ გლობალურ დონეზე ტენდენცია დადებითია“, - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, დადებითი ტენდენცია ცხადყოფს, რომ სანიტარული ზომების მეშვეობით ვირუსის გავრცელების შეზღუდვა შესაძლებელია.
„თუნდაც ახალი ვარიანტების გავრცელების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ამ პანდემიის კონტროლი, თუმცა დადებითი ტენდენცია ადვილად შეიძლება შეიცვალოს და რთულად მოპოვებული მიღწევები შეიძლება დავკარგოთ“, - აღნიშნა მან.
ჯანმოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ვაქცინაცია პანდემიის კონტროლის საშუალებას არ იძლევა და მთავრობებმა ზომების მოხსნა არ უნდა იჩქარონ.