პაატა იმნაძე: ჩინური ვაქცინა იქნება, რუსული ვაქცინა იქნება, თუ იქნება ხელსაყრელი, რატომ არ უნდა შემოვიტანოთ? 

პაატა იმნაძე: ჩინური ვაქცინა იქნება, რუსული ვაქცინა იქნება, თუ იქნება ხელსაყრელი, რატომ არ უნდა შემოვიტანოთ? 

პაატა იმნაძე ტვ პირველის ეთერში ვაქცინასა და ტესტებზე საუბრობს. წამყვანი მას ეკითხება რუსულ ვაქცინაზე და ეკითხება, მოვიქცებით თუ არა უკრაინის მსგავსად, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე გადაწყვიტა, რომ რუსულ ვაქცინას არ იყიდის:

"ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობენ, გეგონება ამ ქვეყანაში არ ცხოვრობენ, ტესტების შემოტანას უშლიან კერო სექტორსო და ა.შ. მართლა მიკვირს. გაზაფხულიდან მოყოლებული ტესტები შემოაქვს კერძო სექტორს, აბა ვის შემოაქვს? სახელმწიფოს კი არ შემოაქვს. აფთიაქში რომ შეხვალთ და იყიდება ტესტი, ვინ შემოიტანა?

რაც შეეხება ვაქცინას, საქართველო შემოიტანს იმ ვაქცინას, რომელიც იქნება ხელსაყრელი ჩვენთვის და უნდა იყოს ერთი პირობა, უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს ვაქცინა აღიარებული. დღესდღეობით, ეს არის ფაიზერის, მეორე იქნება ასტრაზენეკას ვაქცინას, რომელსაც მარტიდან ველოდებით, თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს.

თუ იქნება ხელსაყრელი, რატომ არ უნდა შემოვიტანოთ? ჩინური ვაქცინა იქნება, რუსული ვაქცინა იქნება... აცხადებენ ხოლმე, ამდენი ქვეყანა იცრებაო და აღარ აყოლებენ რითი იცრება, თურქეთი, აზერბაიჯანი ჩინური ვაქცინით იცრება... ერთხელ წამოგვცა შეიძლება ჩინური ვაქცინა განვიხილოთ -მეთქი და რა ამბავი ატყდა... რომელიც ჩვენ პროგრამას მოერგება და დამტკიცებული იქნება ჯანმოს მიერ, იმას შემოვიტანთ. აფერისტების მეტი რა არის მსოფლიოში, ნებისმიერ რამეს შემოგთავაზებენ, როგორც ტესტებზე იყო, აფერისტებით იყო სავსე ბაზარი გაზაფხულზე... მაგის იმედზე ხომ არ ვიქნებოდით. ვყიდულობდით, ისეთი მწარმოებლებისგან, ვინც იყო ჯანმოს მიერ ჩამოთვლილ სიაში, სანდო მწარმოებლების სიაში.

ჯერ კოვაქსზეც იმ პირობით გვაქვს გადახდილი 4 მილიონ დოლარზე მეტი წინასწარი, რომ შევძლოთ, რასაც შემოგვთავაზებს კოვაქსი, იქედან ავარჩიოთ, რომელი გვირჩევნია. იქნება ორმხრივი მოლაპარაკებებიც, დღეს კორეის ელჩთან გვქონდა მოლპარაკება. აქტიურად ვმუშაობთ, რომ კოვაქსის პლატფორმის გარდა, დამატებით მოვიზიდოთ ვაქცინები, ბაზარზე მეტი და მეტი ვაქცინა გამოჩნდება, მეტი და მეტი მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას. გვაქვს ეს ინფორმაცია."