მაია ცქიტიშვილი მოქალაქეებს: დავიცვათ ყველა წესი და ამით მივცეთ ჩვენს ეკონომიკას საშუალება, სრულად იფუნქციონიროს

მაია ცქიტიშვილი მოქალაქეებს: დავიცვათ ყველა წესი და ამით მივცეთ ჩვენს ეკონომიკას საშუალება, სრულად იფუნქციონიროს

დავიცვათ ყველა წესი და ამით მივცეთ ჩვენს ეკონომიკას საშუალება, სრულად იფუნქციონიროს. უსაფრთხოდ შევხვდეთ აქტიურ ტურისტულ სეზონს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული ადამიანის ჩართულობა.

„ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კარგი შედეგი შევინარჩუნოთ. ნამდვილად, მსოფლიოს ჯერ არ დაუმარცხებია პანდემია და შესაბამისად, პანდემია საქართველოშიცაა. როდესაც ბავშვებს ვუშვებთ სკოლაში, როდესაც ტრანსპორტს ვხსნით და უკვე სავაჭრო ქსელებში, ასევე კვების ობიექტებში, შესაძლებელია მომასახურების მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს სიფრთხილე. დავიცვათ ყველა წესი და ამით მივცეთ ჩვენს ეკონომიკას საშუალება, სრულად იფუნქციონიროს და უსაფრთხოდ შევხვდეთ აქტიურ ტურისტულ სეზონს. მივცეთ საშუალება ჩვენს ეკონომიკას, აღდგეს ამ პანდემიის პირობებში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.