ზაალ უდუმაშვილი: ყველა პოლიტიკოსი თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს

ზაალ უდუმაშვილი: ყველა პოლიტიკოსი თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს

ყველა პოლიტიკოსი თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს. შესაბამისად, იმ გადაწყვეტილებაზე, რაც პოლიტიკოსებმა პარლამენტში შესვლით მიიღეს, ალბათ, სრულად იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ნაბიჯზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავად გააკეთებს განმარტებას მის განცხადებაზე.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ყველა პოლიტიკოსი თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს. შესაბამისად, იმ გადაწყვეტილებაზე, რაც პოლიტიკოსებმა პარლამენტში შესვლით მიიღეს, ალბათ, სრულად იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ნაბიჯზე. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთზე ვსაუბრობთ ოპოზიციაში, სხვადასხვა გარემოებას ვითვალისწინებთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას გააჩნია საკუთარი შეფასებები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

3 თებერვალს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, ოთხი გვამის გარდა.

amo შე საწყალო საქართველო რა გეშველება ამ ხალხის ხელში თავი რომ პოლიტიკოსები ჰგონიათ არა და კაცი ორ ბატს ვერ ანდობს ამათ. ფუი . . .
4 წლის უკან