გიორგი ვაშაძე: ყველამ, ვინც პარლამენტში შევიდა, სერიოზული შეცდომა დაუშვა

გიორგი ვაშაძე: ყველამ, ვინც პარლამენტში შევიდა, სერიოზული შეცდომა დაუშვა

ჩემს როლს არ ვხედავ იმაში, რომ სხვა ოპოზიციონერების კომენტატორი ვიყო, ეს არ არის ჩემი საქმე, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, ოთხი გვამის გარდა“.

„არასდროს არ მიყვარს ადამიანებისთვის იარლიყების მიკერება, მაგრამ ღიად ვამბობთ რას ვეთანხმებით და რას - არა. ჩემი აზრით, ყველამ, ვინც პარლამენტში შევიდა, ამ ეტაპზე სერიოზული შეცდომა დაუშვა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

3 თებერვალს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, ოთხი გვამის გარდა.

amo ა კიდო
4 წლის უკან