ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვით მიმართავს

ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვით მიმართავს

ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვით მიმართავს, „მათი კომისიის 3 000-მა წევრმა რამდენი საჩივარი დაწერა არჩევნების შემდეგ?! ეს ძალიან მაინტერესებს“, - ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„იმ 3 პარტიის წარმომადგენლების ადგილზე უბრალოდ შემრცხვებოდა, იმიტომ, რომ მე თითქმის 4 000 რომ მყოლოდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებული, საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც ხელს აწერს შემაჯამებელ ოქმს, შემდეგ რომ გამოვსულიყავი და მეთქვა გამიყალბესო და ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რომ მითხრას, მოდი დამიმტკიცეო, შენს 3 800 დამკვირვებელთან ერთად და მე ჭერში ყურება დავიწყო და არა 1%-საც ვერ დაგიმტკიცებ-მეთქი, მე ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს მათ ადგილას.

არც ერთ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელი არ გვყავდა და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება გაყალბების მასშტაბის ჩვენება საქართველოს მასშტაბით. 4 000-მდე კაცი რომ მყოლოდა, „ქართულ ოცნებას“ 1%-საც დავუმტკიცებდი და გაცილებით მეტსაც“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.