თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვისაც სახელმწიფოს დახმარება ესაჭიროება, ხელისუფლება ყურადღების მიღმა არავის დატოვებს.
„არავინ დარჩება ყურადღების მიღმა. არც მაკო გომური და არც სხვა ადამიანები, ვინც სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას და მხარდაჭერას საჭიროებენ, არავინ დარჩება ყურადღების მიღმა, ამის გარანტიას გაძლევთ“,-განაცხადა კალაძემ.