თამარ გაბუნია: დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ შეზღუდვების მოხსნას შემთხვევების მატება არ მოყვეს

თამარ გაბუნია: დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ შეზღუდვების მოხსნას შემთხვევების მატება არ მოყვეს

შეზღუდვების მოხსნა დაანონსდა და, რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილე გვმართებს იმისთვის, რომ ამან არ გამოიწვიოს მობილობის მატებასთან ერთად შემთხვევების მატებაც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ძალიან კარგია, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი გარკვეული სტაბილიზაციისკენ მიდის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ნამდვილად დამაიმედებელია. შეზღუდვების მოხსნა დაანონსდა და, რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილე გვმართებს იმისთვის, რომ ამან არ გამოიწვიოს მობილობის მატებასთან ერთად შემთხვევების მატებაც. დაცვის საშუალებაა იმ წესების დაცვა, რომელიც დადგენილია, განსაკუთრებით ნიღბის გამოყენება. პირბადე არის მთავარი დამცავი საშუალება, ასევე სოციალური დისტანცია და ხელის ჰიგიენა. ეს არის სამი აუცილებელი ინსტრუმენტი და თუ არ გვინდა, რომ თავიდან დავიწყოთ შეზღუდვებზე ლაპარაკი უნდა დავიცვათ ეს წესები. ჯანდაცვის სექტორი რჩება სრულად მობილიზებულ მდგომარეობაში, საწოლფონდი ისევ ნარჩუნდება. თებერვლის ბოლომდე შევინარჩუნებთ მობილიზებული საწოლების იმ რაოდენობას, რაც საჭირო იქნება შემთხვევების მატებასთან გასამკლავებლად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

amo აუცილებლად მოყვება
4 წლის უკან