გიორგი ვაშაძე: მზად ვართ მოლაპარაკებისა და ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან დასახსნელად 

გიორგი ვაშაძე: მზად ვართ მოლაპარაკებისა და ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან დასახსნელად 

მზად ვართ მოლაპარაკებისა და ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან დასახსნელად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.

„ვფიქრობ, მოლაპარაკების რესურსი კიდევ არსებობს. „სტრატეგია აღმაშენებელი" არ ვცვლით იმ განცხადებას, რომელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ერთი კვირის წინ გავაკეთეთ. მზად ვართ მოლაპარაკებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან ვიხსნათ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა და ადამიანების პრობლემების დაბრუნება პოლიტიკურ დისკურსში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილვის საგანი, ვინ შედის პარლამენტში და ვინ - არა, მთავარია შეთანხმება", - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი" არ აპირებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას.

„ჩვენ ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან ის ფაქტობრივად „ქართული ოცნების" მიერ არის შექმნილი. მათ ხელოვნური პროცესის შექმნა უნდათ, რითაც საკუთარ პოზიციებს გაამართლებენ. ვფიქრობ, საზოგადოების

აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ამის არაერთი ფაქტი გვაქვს წარდგენილი. ამ ტიპის სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან ბოიკოტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ პარლამენტს", - განაცხადა ვაშაძემ.

amo ვაი, ვაი არ გვინდა რა ფიროსმანობა. არაფერი კრიზისი არაა. ეყარეთ გარეთ.
4 წლის უკან