ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძეს პრემიერობა ხომ უნდოდა? შეხვდეს „ქართულ ოცნებას“ და უკან დაახევინოს

ალეკო ელისაშვილი: გიორგი ვაშაძეს პრემიერობა ხომ უნდოდა? შეხვდეს „ქართულ ოცნებას“ და უკან დაახევინოს

გიორგი ვაშაძეს პრემიერობა ხომ უნდოდა? მივიდეს და შეხვდეს „ქართულ ოცნებას“, უკან დაახევინოს. რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და შემდეგ ჩვენ გვაკრიტიკონ? იტყუებიან, რომ თითქოს, მემორანდუმში რაღაცები არის გაუარესებული, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„მემორანდუმის ტექსტი აღებულია ელჩებთან ოთხი რაუნდის მოლაპარაკების ე.წ. დრაფტიდან და დაჯამებული დოკუმენტიდან მემორანდუმში გადმოვიტანეთ. ერთადერთი საკითხი, რასაც მოლაპარაკების მაგიდასთანაც ვითხოვდი, ახლაც ვითხოვ და მემორანდუმშიც წერია, ეს არის ის, რომ 4/1-თან შეფარდება იყოს დიდ ქალაქებში. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, რადგან საკრებულოებში მაჟორიტარები უნდა იყვნენ, დამოუკიდებელი მაჟორიტარები, არ არის აუცილებელი საკრებულოში მოხვდეს ის, ვინც მაინცდამაინც პარტიის წევრია. ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიასთანაც არ ვიქნებოდი მართალი, რადგან საკრებულოს წევრი გავხდი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. დავუშვათ, ჩვენ გავაუარესეთ პროცესი, ადგნენ და უკეთესი პუნქტები შეატანინონ. ჩვენ “ქართულ ოცნებას” ხელი რომ მოვაწერეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ათი მცნებაა ან სახარებისეული ჭეშმარიტება. შეიტანონ ჩვენზე უკეთესი პუნქტები. ჩვენ რაღაცეებს ვაკეთებთ და სხვები კომენტატორები არიან - ნუ კომენტატორობონ, ნუ იპოლიტიკოსებენ. გიორგი ვაშაძეს პრემიერობა ხომ უნდოდა? მივიდეს და შეხვდეს „ქართულ ოცნებას“, უკან დაახევინოს. რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და შემდეგ ჩვენ გვაკრიტიკონ? იტყუებიან, რომ თითქოს, მემორანდუმში რაღაცები არის გაუარესებული“, - განაცხადა ელისაშვილმა.